გაიმართა ახალგაზრდა ლიდერთა ოლიმპიადის ფინალი

დღეს 15:06
78
ახალგაზრდა ლიდერთა ოლიმპიადის ფინალი გაიმართა. ფოტო: დავითიანნი ახალგაზრდა ლიდერთა ოლიმპიადის ფინალი გაიმართა. ფოტო: დავითიანნი

საპილოტე პროექტში VIII–X კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პირველი ადგილი 71-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ანა ლაგვილავამ დაიკავა.

1 ნოემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა „დავითიანნისა“ და „ახალგაზრდა ლიდერთა აკადემიის“ თანამშრომლობით გამართულ ოლიმპიადაზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პროექტს „დავითიანნთან“ ერთად მხარს უჭერდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“.

ფინალურ ეტაპზე გასვლამდე მოსწავლეებმა ორი საკონკურსო ტური გაიარეს. ოლიმპიადის ფარგლებში მათ წარმოაჩინეს როგორც საკუთარი ცოდნა, ისე კრიტიკ

ული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და ლიდერული უნარები.

ამ თემაზე 4 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულთასწორ ამბერკის იხსენიებს
იერაპოლის ეპისკოპოსმა ქრისტიანობის გავრცელებასა და მორწმუნეთა სულიერ განმტკიცებას მიუძღვნა ცხოვრება.

პირველი ადგილი 71-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ანა ლაგვილავამ დაიკავა, მეორე ადგილზე 146-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ელისაბედ კვესელავა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი 106-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს გიორგი თითილოკაშვილს ერგო.

„დავითიანნი“ და „ახალგაზრდა ლიდერთა აკადემია“ ახალგაზრდების შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების ხელშესაწყობად თანამშრომლობას განაგრძობენ. ოლიმპიადის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გახდნენ აკადემიის წევრები და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთონ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ციხისჯვარის წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ