მეუფე ანტონი: „30 ოქტომბერს შევიკრიბებით და ჩვენს აზრს გამოვხატავთ“

დღეს 16:52
52
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი(ბულუხია). ფოტო: interpressnews ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი(ბულუხია). ფოტო: interpressnews

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის განცხადებით, საერთაშორისო აზარტულ ტურნირებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საპატრიარქოში იმსჯელებენ და საზოგადოებას შეჯერებულ პოზიციას გააცნობენ.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა სამორინეებისთვის საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა. „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მღვდელმთავარმა აღნიშნა, რომ საკითხი შესწავლასა და დამატებით განმარტებებს საჭიროებს.

„მე რამდენადაც ზედაპირულად ვუყურებ, საფრთხეებს ვხედავ რაღაცნაირად. ზეგ საპატრიარქო შევიკრიბებით და ჩვენს აზრს გამოვხატავთ. საქმეში არ ვართ ჩახედული, ტელევიზორში ვნახე, იყო ამაზე საუბარი, როგორ და რანაირად, რა თქმა უნდა, ამას განვიხილავთ და ჩვენს აზრს გამოვხატავთ“, — განაცხადა მეუფე ანტონმა.

ამ თემაზე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
საერთაშორისო აზარტული ტურნირების შესახებ ინიციატივაზე საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა — დეკანოზი კანონპროექტის ინიციატორებთან დიალოგის იმედს გამოთქვამს.

მისი თქმით, შეხვედრა 30 ოქტომბერს გაიმართება. მღვდელმთავარმა განმარტა, რომ საბოლოო შეფასების ჩამოყალიბებამდე მნიშვნელოვანია ინიციატივის შინაარსისა და შესაძლო შედეგების გაცნობა.

„ყველაფერს ახსნა-განმარტება უნდა იმიტომ, რომ სიმართლე გითხრათ, ხანდახან, ოპოზიცია ისე წარმოსახავს რაღაც უბრალო საკითხსაც, რომ გეგონება, ბომბი მოდის, მაგრამ როდესაც გაერკვევი, ასე არაა. ხანდახან პირიქითაა. ჩვენც ვღელავთ და გამოვიტანთ რაღაც საერთო აზრს, საპატრიარქო აუცილებლად დააფიქსირებს თავის შეხედულებას ამ საკითხის შესახებ. რა თქმა უნდა, გულგრილი ვერ ვიქნებით“, — აღნიშნა მიტროპოლიტმა.

მეუფე ანტონმა ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა საკითხზე ახსნა-განმარტებების მისაღებად კომუნიკაცია მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით პოზიცია მღვდელმთავრებთან შეთანხმებით ჩამოყალიბდება.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარების შესაძლებლობას აძლევს. პროექტის თანახმად, ასეთ ტურნირებში მონაწილეთა არანაკლებ 80 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს.

ინიციატივა ასევე ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან გათავისუფლებას განსაზღვრული პირობებით — თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო ტურნირისთვის გამოიყენებს და საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს გადააჭარბებს. ინიციატორთა განმარტებით, ცვლილებების მიზანი არატურისტულ სეზონებში ტურისტული სექტორის განვითარების ხელშეწყობაა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტი ანტონი: „ჩვენი მიზანია ახალგაზრდობა აღვზარდოთ რწმენასა და სიყვარულში“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ