აზროვნების აკადემიაში დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან შეხვედრა გაიმართება

დღეს 10:03
16
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე. ფოტო: ღია წყარო დეკანოზი თეოდორე გიგნაძე. ფოტო: ღია წყარო

სალონური საუბარი თემაზე „რწმენა, როგორც ძალა მოქმედებისთვის“ ადამიანის ცნობიერებაში რწმენის მნიშვნელობასა და მომავლისადმი მის დამოკიდებულებას დაეთმობა.

27 ოქტომბერს აზროვნების აკადემიაში დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან სალონური საუბრები გაიმართება. შეხვედრის თემა იქნება „რწმენა, როგორც ძალა მოქმედებისთვის“.

შეხვედრაზე რწმენის ფენომენს ადამიანის ცნობიერებისა და არსებობის კონტექსტში განიხილავენ. ყურადღება გამახვილდება ადამიანის უნარზე, იფიქროს მომავალზე, შექმნას მოლოდინი, განჭვრიტოს ჯერ არარსებული და საკუთარი არსებობა მას დაუკავშიროს.

ამ თემაზე თელავში აზროვნების აკადემიის სალონური საუბრები გაიმართა
შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საბიბლიოთეკო გაერთიანების მხარდაჭერით ჩატარდა.

საუბრის ფარგლებში რწმენა განხილული იქნება როგორც შინაგანი შესაძლებლობა, რომელიც ადამიანს უშუალოდ მოცემული რეალობის ფარგლებს მიღმა გასვლის საშუალებას აძლევს. ამ პერსპექტივიდან შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ რწმენისა და მოქმედების ურთიერთკავშირზე.

დასწრების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ [მითითებულ ბმულზე](https://cutt.ly/2ylJCB8J). დამატებითი ინფორმაციისთვის მოქმედებს საკონტაქტო ნომერი: *0322 15 15 40*.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თელავში აზროვნების აკადემიის სალონური საუბრები გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ