გორისა და ატენის ეპარქიას მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

2824
18:48
4
გორისა და ატენის ეპარქიას მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. ფოტო: ეპარქიის გვერდი გორისა და ატენის ეპარქიას მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. ფოტო: ეპარქიის გვერდი

29 სექტემბერს ეპარქიას ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი (სევრიუკი), მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების წარმომადგენლები და პატრიარქის მრჩეველი სტუმრობდნენ.

29 სექტემბერს გორისა და ატენის ეპარქიას მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი (სევრიუკი).

ამ თემაზე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი თბილისში
ოკუპირებული ტერიტორიების საეკლესიო პრობლემატიკა და რეალური პერსპექტივები.

ეპარქიას ასევე სტუმრობდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი.

ვიზიტში მონაწილეობდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და ამავე განყოფილების თავმჯდომარის თანაშემწე, მღვდელი ნიკოლოზ ვასინი.

დელეგაციის შემადგენლობაში იყო მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი საქართველოში, ვლადიმერ ალექსანდროვიც.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გორის ყოვლადწმინდა სამების ტაძარს დეკანოზი ანატოლი ფიოდორუკი ეწვია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ