აზროვნების აკადემიაში ჩატარდება ლექცია „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“
23 სექტემბერს აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის „პიროვნება და მეტამორფოზა“ ფარგლებში სალონური საუბარი გაიმართება.
23 სექტემბერს აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის — „პიროვნება და მეტამორფოზა“ ფარგლებში სალონური საუბარი გაიმართება. შეხვედრის სტუმარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე იქნება, რომელიც თემაზე — „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ ისაუბრებს.
შეხვედრა პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობას ქრისტიანული ხედვის კონტექსტში დაეთმობა. საუბრისას ყურადღება გამახვილდება იმ პროცესზე, რომლის გარეშეც, ქრისტიანული სწავლების მიხედვით, არც პიროვნული და არც სულიერი განვითარება სრულფასოვანი არ არის.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ისაუბრებს, რას ნიშნავს საკუთარი ბუნების საზღვრების მიღმა განვითარება, როგორ უკავშირდება მეტამორფოზა პიროვნებად ჩამოყალიბებას და რატომ შეიძლება ადამიანი შინაგანი გარდაქმნის გარეშე ინდივიდუალიზმისა და ეგოცენტრულობის საზღვრებში დარჩეს.
შეხვედრაზე დასწრება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
რეგისტრაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ ბმულს: [https://cutt.ly/2ylJCB8J](https://cutt.ly/2ylJCB8J)
დამატებითი ინფორმაციისთვის შესაძლებელია დაკავშირება ნომერზე: 0322 15 15 40.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში აკაკი მინდიაშვილის ლექცია გაიმართა.