ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

2824
11:03
7
მიტროპოლიტი იოანე ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად. ფოტო: ეპარქიის გვერდი მიტროპოლიტი იოანე ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად. ფოტო: ეპარქიის გვერდი

სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.

20 სექტემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ბაგრატის საკათედრო ტაძარში, ეპარქიის სასულიერო პირები სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოებითა და ხარისხებით დააჯილდოვა.

მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ დეკანოზები: დავით მარგველაშვილი, პეტრე გაბუნია და მარტინე კახიძე.

გამშვენებული ჯვრის ტარების უფლება მიენიჭათ დეკანოზებს: იოანე ხელაძეს, კონსტანტინე სულაბერიძესა და სერაპიონ სოფრომაძეს.

ოქროს ჯვრის ტარების უფლებითა და დეკანოზის ხარისხით დაჯილდოვდნენ მღვდლები იოანე გრიგოლაშვილი და ანასტასი ლაკვეხელიანი.

ოქროს ჯვრის ტარების უფლებით კი დაჯილდოვდნენ მღვდელ-მონაზვნები: კვიპრიანე (სოხაძე), საბა (ჩეჩელაშვილი), ევაგრე (ერისთავი) და კონსტანტინე (აბდალაძე).

დაჯილდოების ცერემონია ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გაიმართა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტ იოანეს დაბადების დღე სხვადასხვა ეპარქიებმა მიულოცეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ