რენეში ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძარი მომლოცველებისთვის ღია იქნება

2824
18 აგვისტო 20:13
17
ფერისცვალება ფერისცვალება

19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, რენეში, მთ. ანგელოზ გაბრიელის სახელობის სამრევლოში ტაძარი 12:00 საათიდან მომლოცველებსა და ყველა მსურველს უმასპინძლებს.

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამისა და მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის სამრევლოს მოძღვრის, დეკანოზ სპირიდონის კურთხევით, ქ. რენეში, 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძარი 12:00 საათზე გაიხსნება.

მომლოცველებსა და ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნებათ, მობრძანდნენ ტაძარში, დაანთონ სანთელი, მოილოცონ სიწმინდეები, ილოცონ საკუთარი თავისა და ახლობლების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის და მადლობა შესწირონ უფალს.

19 აგვისტოს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღე ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საუფლო დღესასწაულად არის მიჩნეული და უფალ იესო ქრისტეს თაბორის მთაზე ფერისცვალების მოვლენას ეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ ფერისცვალების დღესასწაულზე მარხვა თევზით ხსნილია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ხვალ მაცხოვრის ფერისცვალების დღეა.

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ