რენეში ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძარი მომლოცველებისთვის ღია იქნება
19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, რენეში, მთ. ანგელოზ გაბრიელის სახელობის სამრევლოში ტაძარი 12:00 საათიდან მომლოცველებსა და ყველა მსურველს უმასპინძლებს.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამისა და მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის სამრევლოს მოძღვრის, დეკანოზ სპირიდონის კურთხევით, ქ. რენეში, 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძარი 12:00 საათზე გაიხსნება.
მომლოცველებსა და ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნებათ, მობრძანდნენ ტაძარში, დაანთონ სანთელი, მოილოცონ სიწმინდეები, ილოცონ საკუთარი თავისა და ახლობლების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის და მადლობა შესწირონ უფალს.
19 აგვისტოს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღე ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საუფლო დღესასწაულად არის მიჩნეული და უფალ იესო ქრისტეს თაბორის მთაზე ფერისცვალების მოვლენას ეძღვნება.
აღსანიშნავია, რომ ფერისცვალების დღესასწაულზე მარხვა თევზით ხსნილია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ხვალ მაცხოვრის ფერისცვალების დღეა.