მიტროპოლიტი დიმიტრი ქობულეთის საერთაშორისო სკოლა-ბანაკ „სამშობლოს“ ეწვია
ბანაკის საზეიმო გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა.
ამა წლის 4 აგვისტოს, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ქობულეთის საერთაშორისო სკოლა-ბანაკ „სამშობლოს“ ეწვია.
ბანაკის საზეიმო გახსნის ღონისძიება მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას.
საერთაშორისო სკოლა-ბანაკი სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს მასპინძლობს. ბანაკში მონაწილეობენ ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი თანამემამულეები და ადგილობრივი ახალგაზრდები.
შეხვედრის ფარგლებში მიტროპოლიტი დიმიტრი ბანაკის მონაწილეებს გაესაუბრა, დალოცა ისინი და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა. ღონისძიება მეგობრობის, ეროვნული ფასეულობებისა და სულიერი ერთობის განმტკიცებას ემსახურებოდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ კურსდამთავრებულები ოქროს მედლით დააჯილდოვა.