ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ კურსდამთავრებულები ოქროს მედლით დააჯილდოვა

2824
13 ივლისი 14:40
27
მაღალყოვლადუსამღვდელოესი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი. ფოტო: ეპარქიის გვერდი მაღალყოვლადუსამღვდელოესი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

12 ივლისს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ პეტრეპავლობის დღესასწაული აღნიშნა.

მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივლისს (საეკლესიო სტილით 29 ივნისს) წმინდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა, პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს - პეტრე-პავლობას აღნიშნავს. ეს დღე ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც მოციქულთა მარხვის (პეტრე-პავლობის მარხვის) დასრულებას აგვირგვინებს და იმ ორი უდიდესი წმინდა მოღვაწის ხსოვნას ეძღვნება, რომელთაც ფასდაუდებელი ღვაწლი გასწიეს ქრისტიანობის გავრცელებასა და ეკლესიის დაფუძნებაში.

დღესაწაულთან დაკავშირებით მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ პეტრე- პავლობის სადღესასწაულო მსახურება აღასრულა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად.
წირვის დასრულების შემდეგ მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის და წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულები ოქროს მედლითა და დიპლომით დააჯილდოვა.

ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში საეპარქიო საბჭოს სხდომა გაიმართა.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ კურსდამთავრებულები ოქროს მედლით დააჯილდოვა - სურათი 1
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ