2 აგვისტოს ზედგინიძე-ამილახვართა გვარი ილია II-ის სახელობის დარბაზში ღონისძიებას გამართავს

2824
30 ივლისი 14:01
23
ნეტარხსენებული ილია-II ნეტარხსენებული ილია-II

ღონისძიება ნეტარხსენებული სულიერი მამის, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნება და პატრიარქ შიო III-თან შეხვედრას მოიცავს.

2 აგვისტოს, „ილიაობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ილია II-ის სახელობის სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზში ზედგინიძე-ამილახვართა გვარის წარმომადგენლების მონაწილეობით სამადლობელო ღონისძიება გაიმართება.

ორგანიზატორთა განცხადებით, ღონისძიება ნეტარხსენებული სულიერი მამის, ილია II-ის წმინდა და უკვდავი სულის ხსოვნას ეძღვნება. მათი თქმით, ეს დღე მადლიერებისა და ერთობის განსაკუთრებული გამოხატულებაა.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები სრულიად საქართველოს პატრიარქ შიო III-ს შეხვდებიან, მიიღებენ მის ლოცვა-კურთხევას საკუთარი ოჯახებისა და გვარისთვის, ასევე დაადასტურებენ ზედგინიძე-ამილახვართა გვარის ერთგულებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ.

მსურველები 2 აგვისტოს, 11:30 საათზე, შეიკრიბებიან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ცენტრალურ შესასვლელთან. პატრიარქის გამოსვლის შემდეგ ისინი ახალგაზრდულ ცენტრში გადაინაცვლებენ, სადაც სამადლობელო ღონისძიება გაიმართება. პროგრამის დასასრულს დაგეგმილია ისტორიული სამახსოვრო ფოტოს გადაღება პატრიარქ შიო III-თან ერთად.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამების საკათედრო ლავრის ტერიტორიაზე წმ. სვიმეონ კანანელის სახელობის ტაძარი შენდება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ