ბოლნისის ეპარქიაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბებში შეხვედრები გრძელდება

გუშინ 13:13
112
ღირებულებითი განათლების კლუბი ღირებულებითი განათლების კლუბი

დეკანოზმა კონსტანტინე კობახიძემ ბოლნისის III საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა თემაზე „ხედვა და პერსპექტივა“ გამართა.

ბოლნისის ეპარქიაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბების ფარგლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გრძელდება.

ამჯერად დეკანოზმა კონსტანტინე კობახიძემ ბოლნისის III საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრის თემა იყო „ხედვა და პერსპექტივა“.

აღსანიშნავია, რომ „ღირებულებითი განათლების“ კლუბები ბოლნისის ეპარქიის შვიდ საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ღირებულებებზე დაფუძნებული ცნობიერების ჩამოყალიბებას.

პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.

პროექტი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: ევროპული ენების დღე წმინდა გაბრიელ მთავარეპისკოპოსის სკოლა-გიმნაზიაში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ