ყაზბეგში უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

2824
24 ივლისი 18:58
32
ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

ღონისძიებაზე შესრულდა მუსიკალური ნომრები, საგალობლები, ქვიშაზე ხატვის წარმოდგენა და მოეწყო პატრიარქის ფოტოების გამოფენა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში საოპერო მომღერალმა იანო ალიბეგაშვილმა შეასრულა ცნობილი ნაწარმოები „ავე მარია“. ასევე, ცენტრთან არსებული ანსამბლების მონაწილეობით შესრულდა მუსიკალური კომპოზიციები და საეკლესიო საგალობლები.

საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინა ნონა გიუნაშვილის მიერ წარმოდგენილმა ქვიშაზე ხატვის პერფორმანსმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ამსახველი ფოტომასალა.

ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სტეფანწმინდის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის საკათედრო ტაძარი.

ყაზბეგში უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა - სურათი 1
ყაზბეგში უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა - სურათი 2
ყაზბეგში უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა - სურათი 3
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ