სამების საკათედრო ლავრის ტერიტორიაზე წმ. სვიმეონ კანანელის სახელობის ტაძარი შენდება

24 ივლისი 13:03
306
სამების საკათედრო ლავრის ტერიტორიაზე შენდება წმინდა სვიმეონ კანანელის სახელობის ტაძარი სამების საკათედრო ლავრის ტერიტორიაზე შენდება წმინდა სვიმეონ კანანელის სახელობის ტაძარი

ტაძარი აფხაზთა, ოსთა და ქართველთა სულის საოხად, შერიგებისა და მშვიდობის სიმბოლოდ შენდება, ხოლო მისი მშენებლობის მხარდაჭერა უნიკალური გამოცემის შეძენითაც არის შესაძლებელი.

სამების საკათედრო ლავრის ტერიტორიაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა სვიმეონ კანანელის სახელობის ტაძარი შენდება.

ტაძარი ეძღვნება ძმათამკვლელ ომში გარდაცვლილი აფხაზების, ოსებისა და ქართველების ნათელ ხსოვნას და მათი სულის საოხად აღიმართება. მისი მთავარი გზავნილია შერიგება, მშვიდობა და საერთო მომავლისკენ სწრაფვა.

ტაძრის მშენებლობის ერთ-ერთ სიმბოლოდ გამოცემულია უნიკალური წიგნი – *„წმიდაჲ ოთხთავი 1300 წლით დათარიღებული მოქვის სახარების მინიატურებით“*, რომლის შეძენით მსურველები არა მხოლოდ განსაკუთრებულ სულიერ საგანძურს იძენენ, არამედ უშუალოდ მონაწილეობენ ტაძრის მშენებლობის მხარდაჭერაში.

ტაძარი მთლიანად შემოწირულობებით შენდება. ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, შესაძლებლობის ფარგლებში, ჩაერთონ ამ მნიშვნელოვან საქმეში და საკუთარი წვლილი შეიტანონ შერიგებისა და მშვიდობის სიმბოლოდ აღმართული ტაძრის მშენებლობაში.

შემოწირულობის ანგარიშები:

* Bank of Georgia:GE83BG0000000162501961
* TBC Bank: GE48TB7050336080100013
* Liberty Bank: GE52LB0115119634405003

ონლაინ რეჟიმში „წმინდა ოთხთავის“ შესაძენად მსურველებს შეუძლიათ ორგანიზატორებს პირადი შეტყობინებით დაუკავშირდნენ.

„თითოეული ლარი – ერთი ნაბიჯია მშვიდობისკენ.“

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამების ტაძრის ეზოში პატრიარქ ილია II-ის სახელობის ზეთისხილის ბაღი გაშენდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ