ეპისკოპოსი გიორგი ლაშა ნაცვლიშვილს: „საჯაროდ მოიხადოს ბოდიში მეუფე იობის წინაშე“

დღეს 17:30
98
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი). ფოტო: ეპარქიის გვერდი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი). ფოტო: ეპარქიის გვერდი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე იობის შეურაცხყოფის გამო ლაშა ნაცვლიშვილისგან საჯარო ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) ლაშა ნაცვლიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, მიტროპოლიტ იობის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს.

„მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე!

სასულიერო პირის შეურაცხყოფა, მით უმეტეს, მაღალი იერარქის, ვერ ჩაჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. თქვენი სიტყვებისათვის პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ, ნუ დაიგროვებთ თქვენს თავზე ნაკვერჩხლებს!“ – წერს ეპისკოპოსი გიორგი.

შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტ იობის მიერ

ხელისუფლების მწვავედ გაკრიტიკების შემდეგ ლაშა ნაცვლიშვილმა, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში მეუფე იობის მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზა გამოაქვეყნა: „იობ твою мать რა... (რუსული შრიფტი გაიჭედა და ასე მომიწია დაწერა)“.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა: ეპისკოპოსი გიორგი ხელისუფლებას მიმართავს: „ნუ ჩაერევით საპატრიარქო არჩევნებში“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ