ქალაქ რენეში ქართული ტაძარი 26 ივლისს მომლოცველებს უმასპინძლებს
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, ტაძარი კვირას, 12:00 საათიდან ღია იქნება ლოცვისა და სულიერი განმტკიცებისთვის.
26 ივლისს, კვირას, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, საფრანგეთის ქალაქ რენეში მდებარე ქართული მართლმადიდებლური ტაძარი 12:00 საათიდან ღია იქნება მომლოცველებისა და ყველა მსურველისთვის.
მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ, ტაძარში დაანთონ სანთელი, წაიკითხონ დაუჯდომელი, აღავლინონ ლოცვა უფლის სადიდებლად, საკუთარი, ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობის, შეწევნისა და კეთილდღეობისთვის.
სამრევლო ყველა მსურველს ღვთის სახლში ეპატიჟება და მოუწოდებს, ერთად იზიარონ ლოცვისა და სულიერი ერთობის მადლი.
„გელოდებით ღვთის სახლში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“– აღნიშნულია სამრევლოს განცხადებაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა აბრაამმა არქიმანდრიტ ანტონ (კანდელაკს) მრავალწლიანი მსახურებისთვის მადლობა გადაუხადა.