მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის დასახვედრად ემზადებიან

2824
13 ივლისი 09:07
40
სვეტიცხოველი. ფოტო: მჟკ სვეტიცხოველი. ფოტო: მჟკ

13 ივლისს, სვეტიცხოვლობისა და 12 მოციქულის ხსენების დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს.

მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დღეს, 13 ივლისს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო III-ის დასახვედრად ემზადებიან.

პატრიარქი სვეტიცხოვლობისა და 12 მოციქულის ხსენების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას აღავლენს. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

სვეტიცხოვლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით მორწმუნე მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღნიშნავს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში მობრძანდა.

მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის დასახვედრად ემზადებიან - სურათი 1
მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის დასახვედრად ემზადებიან - სურათი 2
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ