13 ივლისს პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს

12 ივლისი 20:11
270
სვეტიცხოველი. ფოტო: საზუ სვეტიცხოველი. ფოტო: საზუ

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება და თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს მიეძღვნება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ამ დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება. სვეტიცხოვლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც თორმეტი მოციქულის ხსენებას ეძღვნება და ყოველწლიურად მრავალრიცხოვან მორწმუნეს აერთიანებს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში მობრძანდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ