მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის დასახვედრად ემზადებიან
13 ივლისს, სვეტიცხოვლობისა და 12 მოციქულის ხსენების დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს.
მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დღეს, 13 ივლისს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო III-ის დასახვედრად ემზადებიან.
პატრიარქი სვეტიცხოვლობისა და 12 მოციქულის ხსენების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას აღავლენს. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
სვეტიცხოვლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით მორწმუნე მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღნიშნავს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში მობრძანდა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
16 ოქტომბერი 22:47
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
16 ოქტომბერი 13:39
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
16 ოქტომბერი 12:09