სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში მობრძანდა
იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სენაკში საზეიმო ღვთისმსახურება მიმდინარეობს.
ამ წუთებში სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III მობრძანდა.
ტაძარში შეკრებილ სასულიერო პირები და მრევლი საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს დიდი სიხარულითა და პატივისცემით დახვდა. იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში საზეიმო საღვთო ლიტურგია აღევლინება, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი შიო III აღავლენს.
იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეკლესიო დღეა. წმინდა იოანე, როგორც უფლის წინამორბედი და ნათლისმცემელი, განსაკუთრებული პატივით არის შემოსილი ქრისტიანულ სამყაროში. ამ დღეს საქართველოს სხვადასხვა ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურებები ტარდება, ხოლო სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი ტრადიციულად უამრავ მლოცველსა და მომლოცველს მასპინძლობს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში პატრიარქის მისაღებად ემზადებიან.