პროფესიულ კოლეჯ „ქართლის“ დარბაზში ბავშვთა გუნდი „ახალი ბანას“ საანგარიშო კონცერტი გაიმართება
კონცერტი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ეძღვნება.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ყოვლადუსამღვდელოესის, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონის ლოცვა-კურთხევით, პროფესიული კოლეჯ „ქართლის“ ღონისძიებათა დარბაზში ბავშვთა გუნდი „ახალი ბანა“ საანგარიშო კონცერტს გამართავს.
ღონისძიება გაიმართება 5 ივლისს, 14:00 საათზე, პროფესიული კოლეჯ „ქართლის“ ღონისძიებათა დარბაზში.
კონცერტი საიუბილეო თარიღს ეძღვნება და მაყურებელს შესაძლებლობას მისცემს მოისმინოს ბავშვთა გუნდის მიერ შესრულებული საეკლესიო და ქართული საგუნდო მუსიკის ნიმუშები.
მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ხაშურში ეპისკოპოსმა სვიმეონმა საკვირაო ლიტურგია აღავლინა და აბიტურიენტები დალოცა.