ხაშურში ეპისკოპოსმა სვიმეონმა საკვირაო ლიტურგია აღავლინა და აბიტურიენტები დალოცა
საკათედრო ტაძარში აღვლენილი წირვის შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.
28 ივნისს, საკვირაო ლიტურგია ყოვლადუსამღვდელოესმა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა.
საღვთო ლიტურგიას სასულიერო პირებთან ერთად მრავალი მორწმუნე ესწრებოდა, რომლებმაც ერთობლივ ლოცვაში მიიღეს მონაწილეობა.
წირვის დასრულების შემდეგ ეპისკოპოსმა სვიმეონმა შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა. ქადაგებისას მან ისაუბრა რწმენის, ღვთის სასოების, ლოცვისა და ქრისტიანული ცხოვრების მნიშვნელობაზე, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ახალგაზრდების სულიერ განმტკიცებას.
მღვდელმთავარმა განსაკუთრებულად დალოცა აბიტურიენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ელოდებიან. მან მათ წარმატებები, სულიერი სიმტკიცე, სიმშვიდე და ღვთის შეწევნა უსურვა, ხოლო მშობლებსა და პედაგოგებს ახალგაზრდების მხარდაჭერისა და მათთვის ლოცვისკენ მოუწოდა.
მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ 26 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანთიმოზ ივერიელს მოიხსენიებს.