უ-11 „ოდიშის“ გუნდი თურქეთში გამგზავრებამდე ზუგდიდის საკათედრო ტაძარში დალოცეს
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი აღევლინა.
თურქეთში გამგზავრებამდე საფეხბურთო კლუბ „ოდიშის“ უ-11 გუნდი ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარს ეწვია. ახალგაზრდა სპორტსმენებმა ტაძარში ლოცვა აღავლინეს და მომავალი ტურნირისთვის სულიერი მხარდაჭერა მიიღეს.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, დეკანოზმა ლაზარე ჯიქიამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა და გუნდის წევრები დალოცა.
ტაძარში ყოფნისას ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა ღვთის შეწევნა და წარმატება ითხოვეს დაგეგმილ საერთაშორისო ასპარეზობაზე. ახალგაზრდა სპორტსმენებს თან ახლდნენ მათი მწვრთნელები ირაკლი ფიფია და მათე ხარაიშვილი.
უ-11 „ოდიშის“ გუნდი თურქეთში ღირსეულად წარსადგენად ემზადება, ხოლო ტაძარში მიღებული კურთხევა მათთვის მნიშვნელოვანი სულიერი გამხნევება და მხარდაჭერაა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის 24-ე საბაზისო მომზადების კურსი დასრულდა.