„ჯარის ბანაკს“ ახალი საგანი – „ღირებულებითი განათლება“ დაემატა
პროექტში საქართველოს საპატრიარქო უკვე მეოთხე წელია აქტიურად მონაწილეობს, ხოლო მონაწილე მოსწავლეთა საერთო რაოდენობამ 8000-ს მიაღწია.
პროექტი „ჯარის ბანაკი“, რომელიც უკვე მეოთხე წელია წარმატებით ხორციელდება, ახალგაზრდებში პატრიოტული, ეროვნული და სულიერი ღირებულებების გაძლიერებას ემსახურება. პროექტის იდეის ერთ-ერთი თანაავტორია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რომელიც დაარსების დღიდან აქტიურად არის ჩართული მის განხორციელებაში.
საპატრიარქოს წარმომადგენლები ბანაკის მონაწილეებისთვის რეგულარულად მართავენ ეროვნულ-სარწმუნოებრივ თემებზე დადგმულ წარმოდგენებსა და სულიერ საუბრებს, რაც ახალგაზრდების ცნობიერებისა და ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
მიმდინარე წელს პროექტს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი დაემატა — საგანი „ღირებულებითი განათლება“. აღნიშნულ კურსს სპეციალურად გადამზადებული სასულიერო პირები გაუძღვებიან და ახალგაზრდებთან იმ თემებზე ისაუბრებენ, რომლებიც ეთიკურ, ზნეობრივ და მოქალაქეობრივ ღირებულებებს უკავშირდება.
პროექტში ყოველწლიურად დაახლოებით 2000 მოსწავლე მონაწილეობს. ოთხი წლის განმავლობაში კი „ჯარის ბანაკის“ მონაწილეთა საერთო რაოდენობამ უკვე 8000-ს მიაღწია, რაც მის მზარდ პოპულარობასა და მნიშვნელობაზე მეტყველებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის 24-ე საბაზისო მომზადების კურსი დასრულდა.