სოფელ პირველ მაისში მდებარე ისტორიული ტაძრის, „აია სოფიას“ აღდგენის პროცესი მიმდინარეობს

2824
24 ივნისი 18:25
32
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ეკლესიის ნანგრევი მოინახულა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ეკლესიის ნანგრევი მოინახულა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის კურთხევით დაწყებული პროექტის ფარგლებში თითქმის დასრულებულია არქეოლოგიური სამუშაოები, ხოლო ტაძრის აღდგენის პროექტზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია.

2026 წლის 19 ივნისს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა სოფელ პირველ მაისში, მდინარე მუნჩიის მარჯვენა სანაპიროზე, ურთის მთის ერთ-ერთ შემაღლებულ ბორცვზე მდებარე ისტორიული ძეგლი — ეკლესიის ნანგრევი მოინახულა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „აია სოფიას“ სახელით იცნობს.

მრავალი წლის განმავლობაში მიტოვებული და დაზიანებული სიწმინდის აღდგენის საქმეს ახალი იმპულსი მიეცა. მეუფე გრიგოლის კურთხევით, ხობის მკვიდრმა ზურაბ ფილიპიამ საკუთარ თავზე აიღო ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებული სამართლებრივი, ორგანიზაციული და სამშენებლო საკითხების უზრუნველყოფა.

ტაძრის აღდგენის პროცესის ზედამხედველობა დაევალა პირველი მაისის მამათა მონასტრის წინამძღვარს, მღვდელმონაზონ ანტონ შავლიაშვილს.

არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე თითქმის დასრულებულია არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები, ხოლო სპეციალისტები ტაძრის აღდგენის პროექტზე მუშაობენ. პროექტის დასრულება სავარაუდოდ სექტემბერ-ოქტომბერში იგეგმება.

„აია სოფიას“ აღდგენა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვან ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს მოითხოვს. პროექტის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ისტორიული და სულიერი მნიშვნელობის ამ ძეგლის აღდგენის საქმეში შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებიც ჩაერთვებიან.

აღსანიშნავია, რომ „აია სოფია“ ადგილობრივი მოსახლეობისთვის განსაკუთრებული ისტორიული და სულიერი მნიშვნელობის სიწმინდეს წარმოადგენს და მისი აღდგენა რეგიონისთვის მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად მიიჩნევა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, ზღუდერის ისტორიული ეკლესია განადგურდა.

სოფელ პირველ მაისში მდებარე ისტორიული ტაძრის, „აია სოფიას“ აღდგენის პროცესი მიმდინარეობს - სურათი 1
სოფელ პირველ მაისში მდებარე ისტორიული ტაძრის, „აია სოფიას“ აღდგენის პროცესი მიმდინარეობს - სურათი 2
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ