საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით მომლოცველობითი მსვლელობა დაიწყო
გორიჯვარიდან თხოთის მთისკენ მიმავალი ხუთდღიანი მსვლელობა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ დალოცა.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, 15 ივნისს, გორიჯვარიდან თხოთის მთისკენ მომლოცველობითი მსვლელობა დაიწყო. ხუთდღიან მსვლელობაში მონაწილეობენ გორისა და ატენისა და სამთავისისა და კასპის ეპარქიების სასულიერო პირები და მრევლის წარმომადგენლები.
მომლოცველები მსვლელობის განმავლობაში სხვადასხვა სოფელსა და დასახლებას მოინახულებენ. მარშრუტი მოიცავს გორიჯვარს, ხიდისთავს, დოესს, ხოვლეს, გრაკალს, თელიანს, სასირეთს, ზემო და ქვემო ხანდაკს, მეტეხს, ქალაქ კასპს, მიქელწყაროსა და აღაიანს. მსვლელობის ფარგლებში აღესრულება პარაკლისები, წმინდა ლიტურგიები და სოფლების დალოცვა.
მომლოცველობითი მსვლელობის დაწყებასთან დაკავშირებით, გორიჯვრის წმინდა დიდმოწამე გიორგის ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ მცირე წყალკურთხევის წესი შეასრულა და დალოცა როგორც მსვლელობის მონაწილეები, ისე ტაძარში შეკრებილი მრევლი.
გორიჯვარზე აღვლენილ ლოცვას ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, ასევე მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, საკრებულოს წევრები და მრევლი.
მომლოცველობითი მსვლელობა 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული ღონისძიებების ნაწილია და თხოთის მთაზე დასრულდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოსა და სერბეთის პირველი ლედები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ.