საქართველოსა და სერბეთის პირველი ლედები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მართლმადიდებელ ერებს შორის ისტორიულ-კულტურულ კავშირებსა და ორმხრივი მეგობრობის გაღრმავებას.
სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოს საქართველოს პრეზიდენტი, მისი მეუღლე თამარ ბაგრატიონი და სერბეთის პირველი ლედი თამარა ვუჩიჩი ეწვივნენ.
სტუმრები შეხვდნენ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ს.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მართლმადიდებელ ერებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ, კულტურულ და სულიერ კავშირებზე. ასევე ხაზი გაესვა ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებისა და საქართველოსა და სერბეთს შორის პარტნიორობის მნიშვნელობას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, შიო III-მ აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღო.