მიტროპოლიტ იობს თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებული დოკუმენტი გადაეცა

2824
05 მაისი 22:32
26
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

გადაწყვეტილება თბილისის სასულიერო აკადემიის კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე მიიღო.

2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, თხოვნით, მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების საფუძველზე მისცემოდა შესაბამისი დიპლომის ასლი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც გულისხმობდა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიებას. ამ მიზნით, შესაბამისი მასალების კვლევა განხორციელდა საქართველოს საპატრიარქოს არქივში.

მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, საკითხი გადაეცა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას.

კომისიის სხდომა 2026 წლის 5 მაისს, 13:00 საათზე გაიმართა. მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების განხილვის შედეგად, კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტი იობი — თანამედროვე ქართული ეკლესიის გამორჩეული მოღვაწე და სულიერი მამა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ