მეუფე იობის დიპლომი დაიკარგა
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი არ გამორიცხავს, რომ დიპლომი რეზიდენციიდან განზრახ იყოს გატანილი.
რუის-ურბნისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის დიპლომი დაკარგულია. ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტი საეპისკოპოსო რეზიდენციიდან გაქრა და ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ჯამდელიანი არ გამორიცხავს, რომ დიპლომი რეზიდენციიდან განზრახ იყოს გატანილი.
ეპისკოპოსის განმარტებით, მეუფე იობმა განათლება ჯერ კიდევ 1988 წელს მიიღო, თუმცა შესაბამისი დიპლომი ამჟამად ვერ მოიძებნა. მისივე თქმით, საკითხი დამატებით კითხვებს აჩენს და საჭიროებს გარკვევას.
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს წმინდა სინოდმა საპატრიარქო ტახტის კანდიდატებად სამი მიტროპოლიტი დაასახელა, მათ შორის მეუფე იობი.
ამ ეტაპზე საკითხზე ოფიციალური განმარტება საპატრიარქოს მხრიდან არ გავრცელებულა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, წმინდა სინოდის სხდომას მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება.