ზუგდიდში საკვირაო სკოლის ახალგაზრდებმა 25-ზე მეტ ოჯახს დახმარება გაუწიეს

2824
10 აპრილი 10:39
10
ზუგდიდის წმ. მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესია. ფოტო: ეპარქიის გვერდი ზუგდიდის წმ. მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესია. ფოტო: ეპარქიის გვერდი

საქველმოქმედო აქცია ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით გაიმართა.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის საკვირაო სკოლის ახალგაზრდების ორგანიზებით, კიდევ ერთი საქველმოქმედო დღე გაიმართა.

აქციის ფარგლებში 25-ზე მეტ ოჯახს გადაეცა პირველადი საჭიროების ნივთები, მათ შორის საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ტექნიკა.

ინიციატივაში აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი საზოგადოება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ერთობისა და თანადგომის მნიშვნელობას. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს როგორც დახმარების გაწევას, ასევე საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას.

საქველმოქმედო ღონისძიებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ორგანიზაცია „რუტინა • Rutina“-მ, სსიპ ზუგდიდის N1 აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო სკოლამ და სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლამ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა შიომ დიდ ხუთშაბათს ევქარისტიის საიდუმლოზე იქადაგა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ