მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა

2824
19 მარტი 17:04
53
საქართველოს პატრიარქი ილია მეორე და მსოფლიო პატრიარქი. ფოტო არქივი: 1tv.ge საქართველოს პატრიარქი ილია მეორე და მსოფლიო პატრიარქი. ფოტო არქივი: 1tv.ge

კონსტანტინოპოლსა და მოსკოვს შორის ევქარისტიული კავშირის გაწყვეტის ფონზე, ბართლომეოსის მონაწილეობა საეკლესიო მსახურებაში შესაძლოა შეზღუდული ფორმატით განხორციელდეს.

კვირას, 22 მარტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვაზე საქართველოში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა. ინფორმაციას რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გამოცემა „ტაბულა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ვიზიტი გარკვეულ სირთულეებს ქმნის რუსული დელეგაციისთვის. მიზეზი კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობაა — მას შემდეგ, რაც მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა, მოსკოვმა კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი ცალმხრივად გაწყვიტა. შესაბამისად, არსებული ვითარება ნიშნავს, რომ ერთობლივ წირვაში მათი თანამონაწილეობა შეუძლებელია.

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა დღეს გაავრცელა სამძიმრის წერილი, სადაც წერს:
„საქართველოს უწმინდესი ეკლესიის წმინდა სინოდს, საქართველოს უწმინდესი ეკლესიის დაუვიწყარი წინამძღვრის, განსვენებული ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვიხსენებთ რა მის მამობრივ სიყვარულს მორწმუნე ერისა და მეგობარი ქვეყნის საქართველოს მიმართ, მისი ხანგრძლივი და კურთხეული პატრიარქობის განმავლობაში ქართველი ხალხის გულწრფელ სიყვარულსა და ღრმა პატივისცემას მისი ღირსეული პიროვნებისადმი, რომლის დროსაც განსაკუთრებულად განმტკიცდა საქართველოს უწმინდეს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიას შორის ურთიერთობები, გამოვთქვამთ როგორც მსოფლიო საყდრის, ისე პირადად ჩვენს სამძიმარს საქართველოს უწმინდესი ეკლესიისა და მისი ერთგული სამწყსოს მიმართ. ნეტარი პატრიარქის, ჩვენი ძმისა და თანამწირველის, ილია მეორის ხსოვნა იყოს მარადიული და დაუვიწყარი“.

მანამდე მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 17 მარტს საღამოს გარდაიცვალა. მას 22 მარტს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საოატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდები 24-საათის განმავლობაში ჩატარდება სამების საკათედრო ტაძარში.

ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში გლოვის დღეებია გამოცხადებული, რომელიც დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, უკრაინის პატრიარქმა, ონოფრემ სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ