პატრიარქი ილიას გარდაცვალება: პირდაპირი ეთერი

2824
18 მარტი 15:22
160
პატრიარქი ილიას გარდაცვალება: პირდაპირი ეთერი

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი პირდაპირ ეთერში გადმოგცემთ მოვლენათა განვითარების დინამიკას.

პატრიარქი ილიას გარდაცვალება: პირდაპირი ეთერი - სურათი 1

23:00 საქართველოს მოქალაქეები განუწყვეტლივ მოდიან სამების საკათედრო ტაძარში და ემშვიდობებიან სულიერ მამას. 

პატრიარქი ილიას გარდაცვალება: პირდაპირი ეთერი - სურათი 2

19:35 სამგლოვიარო ცერემონიაზე იმყოფება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ივანიშვილთან ერთად. ასევე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე

19:23 სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მრევლის უპრეცედენტო რაოდენობა შეინიშნება.

პატრიარქი ილიას გარდაცვალება: პირდაპირი ეთერი - სურათი 3

 

19:17 პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში დააბრძანეს.

პატრიარქი ილიას გარდაცვალება: პირდაპირი ეთერი - სურათი 4

18:51 სამების საკათედრო ტაძრის ეზოში.

18:38 მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარს მიუახლოვდა.

პატრიარქი ილიას გარდაცვალება: პირდაპირი ეთერი - სურათი 5

18:27 მრევლი ლოცვით მიუყვება პატრიარქის კუბოს. არ წყდება საქართველოს მოქალაქეების ნაკადი. 

 

18:15 მსვლელობაში მონაწილეობენ მთავრობის წევრები. კადრში ხედავთ პატრიარქის მოსაყდრის გვერდით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

პატრიარქი ილიას გარდაცვალება: პირდაპირი ეთერი - სურათი 6

18:11 მსვლელობა ავლაბრის მეტროს უახლოვდება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

პატრიარქი ილიას გარდაცვალება: პირდაპირი ეთერი - სურათი 7

17:50 მსვლელობა ავლაბრის სომხურ ეკლესიას მიუახლოვდა. მრევლის რიცხვი ყოველ წუთს იზრდება. საქართველოს დროსშებით, ჯვარ-ხატებით მიასვენებენ საქართველოს პატრიარქს.

პატრიარქი ილიას გარდაცვალება: პირდაპირი ეთერი - სურათი 8

17:42 პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრისკენ მიასვენებენ.

პატრიარქი ილიას გარდაცვალება: პირდაპირი ეთერი - სურათი 9

17:38 სამგლოვიარო მსვლელობა დაიწყო - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საპატრიარქოდან გამოასვენეს

პატრიარქი ილიას გარდაცვალება: პირდაპირი ეთერი - სურათი 10

17:08 მსვლელობას მეუფე ვახტანგ ახვლედიანი შეუერთდა.

პატრიარქი ილიას გარდაცვალება: პირდაპირი ეთერი - სურათი 11

15:23 საპატრიარქოსთან ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნის'' წევრები შეიკრიბნენ.

14:30 სამების საკათედრო ტაძარში იკრიბება მრევლი. მარატლმადიდებელ ჟურნალისტტა კავშირი ჟურნალისტი გაესაუბრა ცნობილ ქართველ დიქტორს ნოდარ სიმსივეს.

14:00 დაიწყო წმინდა სინოდის კრება, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხები.

პატრიარქი ილიას გარდაცვალება: პირდაპირი ეთერი - სურათი 12

13:30 საქართველოს საპატრიარქოში შეიკრიბა წმინდა სინოდის წევრები, მღვდელმთავრები და მრევლი.

13:00 საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს: დღეს, 2026 წლის 18 მარტს, მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის

გადასვენება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

ფეხით მსვლელობა დაიწყება 16.00 სთ ზე.

21:00 საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს: ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ.

ამ რამდენიმე წუთის წინ ღვთივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.

ეს იყო ეპოქალური ადამიანი... უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მინდა, მივუსამძიმრო ყოველ ქართველს, მთელ საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელ საქრისტიანოს.

მან მთელი ეპოქა შექმნა. ძალიან რთულია ახლა აქ მის შესახებ რამდენიმე სიტყვით საუბარი, იმდენად დიდ პიროვნებაზე ვსაუბრობთ. მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ის იყო დიდი აღმშენებელი ჩვენი ეკლესიის, ამ სიტყვის როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით.

დიდია დღეს ჩვენი გლოვა.

კიდევ ერთხელ მინდა მოგისამძიმროთ ყველას, მთელ საქართველოს, მაგრამ როდესაც ასეთი დიდი ადამიანები გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ, მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა შევიძინეთ ზეციერი მფარველი, ვინაიდან ის ჩვენი მამა იყო, არის და იქნება, ვინაიდან ჩვენ ვართ მის ეპოქაში, მთელმა ჩვენმა შეგნებულმა ცხოვრებამ გაიარა მის ეპოქაში, მისი აღზრდილები და მისი შვილები ვართ.

ღმერთმა გაგვაძლიეროს ყველა.

პატრიარქი ილიას გარდაცვალება: პირდაპირი ეთერი - სურათი 13

იმედი მაქვს, მისი მფარველობა და ლოცვა გაგრძელდება და განაპირობებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის კიდევ უფრო ურთიერთსიყვარულს და გაძლიერებას, როგორც სულიერს, ასევე სახელმწიფოებრივს.

ღმერთმა აცხონოს მისი სული. მისი წმინდა ლოცვები შეგვეწიოს ყველას.

 

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ