კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია

2824
06 მარტი 18:23
32
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრა. ფოტო: საქართველოს კულტურის სამინისტრო კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრა. ფოტო: საქართველოს კულტურის სამინისტრო

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობა, არსებული გამოწვევები და ცენტრის განვითარების პერსპექტივები.

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრა.

მინისტრმა ხელნაწერთა ცენტრის დირექტორთან, ზაზა აბაშიძესთან ერთად დაათვალიერა საცავები, რესტავრაციისა და დიგიტალიზაციის ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და მემორიალური მუზეუმ-კაბინეტი.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც ისაუბრეს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ცენტრის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და კვლევაში.

„ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და კვლევაში. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია ამ მიმართულების მხარდაჭერა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ცენტრის კოლექტივთან, მის გამოცდილ თანამშრომლებთან ერთად ვიმუშავებთ არსებულ გამოწვევებსა და ხელნაწერთა ცენტრის განვითარებისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფაზე,“ — განაცხადა თინათინ რუხაძემ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თინათინ რუხაძემ თელავში ბატონის ციხის კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ