პარლამენტში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას მიაგეს პატივი
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ხარების სახელობის სამლოცველოში პანაშვიდს დაესწრნენ.
საქართველოს პარლამენტში, 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. პარლამენტში მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
ისინი ასევე პარლამენტში არსებული ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.
ღონისძიების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ იუნკერების გმირობა სამშობლოსათვის თავდადებისა და თავგანწირვის გამორჩეული მაგალითია. მათი თქმით, ახალგაზრდა იუნკერებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ქვეყნის თავისუფლება და მათი ღვაწლი თითოეული ქართველისთვის მისაბაძ მაგალითად რჩება.
კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპული იუნკერები საქართველოს ისტორიაში გმირობისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევიან და მათი ხსოვნის პატივისცემა ქვეყნის ისტორიული მეხსიერების მნიშვნელოვანი ნაწილია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 25 თებერვალს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღეს აღნიშნავს.