რუანში წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში ზეთის კურთხევის მსახურება გაიმართება

25 თებერვალი 15:10
216
შვიდგზის ზეთისცხება. საილუსტრაციო ფოტო შვიდგზის ზეთისცხება. საილუსტრაციო ფოტო

მსახურება დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, იღუმენ ეფრემის მიერ შესრულდება.

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ლოცვა-კურთხევით, ქალაქ რუანში, წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში, 2026 წლის 1 მარტს, კვირას, 18:00 საათზე, ჩატარდება ზეთის კურთხევის (შვიდგზის ზეთისცხების) მსახურება.

საღმრთო მსახურებას აღასრულებს იღუმენი ეფრემი (ჯოლოხავა).

ზეთის კურთხევა მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საიდუმლოა, რომელიც სულიერი და ხორციელი კურნებისათვის აღესრულება და განსაკუთრებით დიდი მარხვის პერიოდში სრულდება.

მსახურება გაიმართება შემდეგ მისამართზე:
8 rue de l'industrie, 76100, Rouen, France.

სამრევლო მრევლსა და მორწმუნეებს იწვევს აღნიშნულ მსახურებაში მონაწილეობის მისაღებად და ერთობლივი ლოცვისათვის.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 25 თებერვალს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღეს აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ