,,სუფთა ორშაბათი'' ფანარიონში - დიდი მარხვის დასაწყისი
სრულიად მართლმადიდებლური სამყარო დიდი მარხვისთვის ემზადება.
2026 წლის 23 თებერვალს, სუფთა ორშაბათს, შუადღისას, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ, დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, მიიღო კონსტანტინოპოლში მცხოვრები მსოფლიო საყდრის იერარქები. წმინდა და დიდი მარხვის დაწყების აღსანიშნავად, მათ ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით ძმური მოკითხვა გაცვალეს. ინფორმაცია romfea ავრცელებს.
იმავე დღეს, მოგვიანებით, მან საპატრიარქო ტახტიდან ფანარიონის საპატრიარქო ეკლესიაში დიდი პანაშვიდი აღავლინა.
“ლაგანა” სუფთა ორშაბათის განუყოფელი ნაწილი საბერძნეთში
ლაგანა საფუარის გარეშე მზადდება და როგორც ცნობილია, მისი ისტორია ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან მოდის. ის ყოველთვის იყო ბერძნული საკვები ტრადიციების განუყოფელი ნაწილი. ლაგანა წარმოსდგება სიტყვიდან”ლაგანონ”, რომელიც ფქვილისა და წყლისგან დამზადებული ბრტყელი პური იყო.
აღნიშნული სახელწოდება გამოყენებულ იქნა არისტოტელეს და ჰორაციუსის (რომაელი პოეტი) მიერ თავიანთ ტექსტებში და ეს უკანასკნელი ლაგანას უწოდებდა “ღარიბთა სიტკბოს”.
არსებობს ცნობებით, რომ უფუარი პური პირველად ებრაელებმა გამოიყენეს, მოსეს ხელმძღვანელობით, ეგვიპტიდან გამოსვლის ღამეს და მას შემდეგ ყოველთვის ამ პურს მიირთმევდნენ, სანამ ქრისტე საფუვრიან პურს არ აკურთხებდა.
ტრადიციის მიხედვით, “სუფთა ორშაბათი” ქრისტიანებს აძლევს შესაძლებლობას, განიწმინდონ სულიერად და ფიზიკურად, მსგეფსის პერიოდში ხორცის მირთმევის შემდეგ და მოემზადონ დიდი მარხვისთვის.
ლაგანას ისტორია გადის კვების ტრადიციებზე უძველესი დროიდან დღემდე, მას მოიხსენიებენ არისტოფანე და ჰორაციუსიც. ეს უკანასკნელი პურს “ღარიბთა ტკბობას” უწოდებდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სინანულის წმინდა კარი იხსნება – ქრისტიანები დიდმარხვას სულიერი განახლებისა და აღდგომის მოლოდინში ხვდებიან.