ბრეტანში მთავარანგელოზ გაბრიელის სამრევლო დიდმარხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რენეში 23–26 თებერვალს ანდრია კრიტელის სინანულის ,,დიდ კანონს'' წაიკითხავს დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი.
ბრეტანში, ქალაქ რენეში მდებარე მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის სამრევლო დიდმარხვის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სამრევლოს ოფიციალურ Facebook გვერდზე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიდმარხვა 2026 წლის 23 თებერვალს იწყება და შვიდ კვირას — 48 დღეს — მოიცავს. მარხვის პერიოდი დასრულდება 12 აპრილს, ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით.
სამრევლო მრევლს ასევე შეახსენებს, რომ 23 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, ყოველდღიურად, 17:00 საათზე, დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი ტაძარში ანდრია კრიტელის სინანულის დიდ კანონს წაიკითხავს. ღვთისმსახურება გაიმართება შემდეგ მისამართზე: 16 Rue Sergent Guihard, 35000 Rennes.
სამრევლოს განცხადებით, დიდმარხვა მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას არ გულისხმობს, არამედ წარმოადგენს განსაკუთრებულ პერიოდს ადამიანის სულიერი განახლებისთვის. ეს არის დრო სინანულის, ლოცვის გაძლიერების, მოყვასის მიმართ სიყვარულისა და მოწყალების გამოჩენისა, ასევე შერიგებისა და გულწრფელი პატიებისათვის.
სამრევლო მოუწოდებს მორწმუნეებს, მარხვის გზა სიმშვიდითა და თავმდაბლობით გაიარონ, რათა ღირსეულად შეხვდნენ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 2014 წლის 22 თებერვალს აღმოყვანილ იქნა ღირსი მამის გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის წმიდა ნაწილები.