ზუგდიდში გაიმართა ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელ ოთარ გაბელიასთან შეხვედრის საღამო

2824
03 თებერვალი 09:28
16
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ოთარ გაბელია. ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ოთარ გაბელია. ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე

ღონისძიების ფარგლებში ოთარ გაბელიას საფეხბურთო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციაც შედგა.

ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელთან, ოთარ გაბელიასთან შეხვედრის საღამო გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საზოგადოებას წარედგინა წიგნი, რომელიც ოთარ გაბელიას მრავალწლიან და გამორჩეულ საფეხბურთო მოღვაწეობას ეძღვნება.

სცენაზე ოთარ გაბელიასთან ერთად ქართული ფეხბურთის ვეტერანები წარდგნენ. მათ ზუგდიდელ გულშემატკივარს სიტყვით მიმართეს, გაიხსენეს საინტერესო ეპიზოდები სპორტული კარიერიდან და ისაუბრეს ქართული ფეხბურთის ისტორიულ გამარჯვებებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სასულიერო პირები, ასევე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი ხელმძღვანელი გიორგი ფიფია.

ღონისძიება მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით გაიმართა.

სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ სიტყვით გამოსვლისას ოთარ გაბელიას ღვაწლს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა და აღნიშნა, რომ მისი თაობის ვარსკვლავ ფეხბურთელებთან ერთად, ბატონი ოთარის წვლილი ქართული ფეხბურთისა და ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში ფასდაუდებელია.

ოთარ გაბელია ზუგდიდელია. მან საფეხბურთო კარიერა ზუგდიდის „დინამოში“ დაიწყო, ხოლო მოგვიანებით თბილისის „დინამოს“ მეკარე იყო. სწორედ მისი მონაწილეობით მოიგო თბილისის „დინამომ“ 1981 წელს თასების მფლობელთა თასი, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გამარჯვებად ითვლება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ