ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა
დაჯილდოება და სამონასტრო ხარისხში აღყვანა ამბროლაურის საკათედრო ტაძარში განხორციელდა.
ამა წლის 2 თებერვალს ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი) ამბროლაურის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ლაზარე სოხაძეს, ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლება მიენიჭა.
ასევე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი), აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში და დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
დაჯილდოება განხორციელდა საეკლესიო წესის დაცვით და ეპარქიის სულიერ ცხოვრებაში სასულიერო პირების განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, მაღალყოვლადუსამღვდელოესი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი დაბადების დღეს აღნიშნავს.