„ემპათია ადამიანებს შორის“ — ვიდეორგოლების კონკურსის ფინალი საქართველოს კინოაკადემიაში გაიმართა
საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნმა“ ახალგაზრდების მიერ შექმნილი ემპათიის თემაზე ვიდეონამუშევრები წარადგინა.
2026 წლის 2 თებერვალს საქართველოს კინოაკადემიაში გაიმართა საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის“ მიერ ორგანიზებული ვიდეორგოლების კონკურსის — „ემპათია ადამიანებს შორის“ — ფინალური ღონისძიება.
კონკურსში ჩართულმა პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრებით წარმოაჩინეს, თუ როგორ აღიქვამს ახალი თაობა ადამიანურ ურთიერთობებს, თანაგრძნობასა და პირად პასუხისმგებლობას. წარმოდგენილი ვიდეორგოლები გამოირჩეოდა გულწრფელი ხედვით, გააზრებული შინაარსითა და შემოქმედებითი მიდგომებით.
ფინალურ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებულები, თუმცა ორგანიზატორების თქმით, დღის მთავარი ღირებულება თავად პროცესი იყო — ახალგაზრდებს შორის აზრების გაცვლა, აქტიური ჩართულობა და ერთმანეთის მოსმენა.
საპატრიარქოს ახალგაზრდულმა მოძრაობა „დავითიანნმა“ მადლობა გადაუხადა კონკურსის თითოეულ მონაწილეს, პედაგოგებსა და მხარდამჭერებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ახალგაზრდების თვითგამოხატვას და მნიშვნელოვანი სოციალური თემების გააზრებას. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ახალგაზრდებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სათქმელი აქვთ და მზად არიან ეს სიტყვა შემოქმედებითად გააჟღერონ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, მაღალყოვლადუსამღვდელოესი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი დაბადების დღეს აღნიშნავს.