გივი მიქანაძე ისრაელში მოქმედი საკვირაო სკოლა „მამულის“ მასწავლებლებს შეხვდა

2824
02 თებერვალი 08:27
13
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ისრაელში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციისა და საკვირაო სკოლა „მამულის“ მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა.ფოტო: სამინისტროს გვერდი მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ისრაელში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციისა და საკვირაო სკოლა „მამულის“ მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა.ფოტო: სამინისტროს გვერდი

შეხვედრაზე განათლების რეფორმები, დიასპორული სკოლის გამოწვევები და მხარდაჭერის პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ისრაელში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციისა და საკვირაო სკოლა „მამულის“ მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა პედაგოგებს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სამინისტროს სამომავლო გეგმები გააცნო. გივი მიქანაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სკოლის წარმომადგენლებს იმ ფასდაუდებელი და უანგარო შრომისთვის, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ეწევიან. მისი თქმით, მსგავსი ინიციატივები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქართული დიასპორის წარმომადგენლებში ეროვნული თვითშეგნების გაძლიერების, ქართული ენისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნების საქმეში.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საკვირაო სკოლის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის შესაძლო გზებზე. მინისტრმა პედაგოგებს სკოლის განვითარების პროცესში სამინისტროს მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ბესელია, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სოფიო ოტიაშვილი და ისრაელში ქართული დიასპორული ორგანიზაცია „მამულის“ ხელმძღვანელი ირაკლი კილაძე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მინისტრი გივი მიქანაძე იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს შეხვდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ