მსოფლიო პატრიარქმა პაოკის გულშემატკივართა ხსოვნას მიაგო პატივი
ბერძნული მედიის ცნობით, 7 ახალგაზრდიდან 6 ადგილზე დაიღუპა, 1 კი საავადმყოფოში გადაყვანისას.
ოთხშაბათს საღამოს, თესალონიკში ჩასვლისთანავე, მისი დიდი სურვილის შესაბამისად, მისი უწმინდესობა, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, თესალონიკელ მიტროპოლიტთან, ფილოთეოსთან ერთად, ტუმბაში მდებარე პაოკის სტადიონს ეწვია, სადაც მან 7 თეთრი ვარდი დატოვა გუნდის 7 ახალგაზრდა გულშემატკივრის ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც გუშინ რუმინეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შეეწირნენ. ბერძენი ქომაგები საფრანგეთში მიემგზავრებოდნენ, სადაც ხუთშაბათს ლიონისა და პაოკის შეხვედრაზე დასწრებას აპირებდნენ. ავტოკატასტროფა მაშინ მოხდა, როცა საბერძნეთიდან მომავალი მიკროავტობუსი გადასწრების შემდეგ საკუთარ ზოლში დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და ტრაილერს დაეჯახა.
ბერძნული მედიის ცნობით, 7 ახალგაზრდიდან 6 ადგილზე დაიღუპა, 1 კი საავადმყოფოში გადაყვანისას. გარდა ამისა, დაშავდა კიდევ 3 ადამიანი, რომელთაგან 2-ის მდგომარეობა მძიმეა.
მან გულისტკივილით გამოხატა სამძიმარი და კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიის მხარდაჭერა მათ მშობლებსა და ნათესავებს, ასევე პაოკის ადმინისტრაციასა და გულშემატკივრებს.
მან ასევე განაცხადა, რომ მომავალ პარასკევს, 30 იანვარს, სამი იერარქის ეკლესიაში ხელდასხმის შემდეგ, ის აღავლენს ტრისაგიონს 7 ახალგაზრდის, ასევე 5 ქალის სულების მოსახსენიებლად, რომლებიც გასულ ორშაბათს ტრიკალაში ქარხანაში მომხდარი ხანძრის შედეგად დაიღუპნენ.
მისი უწმინდესობა უფრო ადრე ჩავიდა თესალონიკის საერთაშორისო აეროპორტში „მაკედონია“, სადაც მას დახვდნენ ადგილობრივი კასანდრიის მიტროპოლიტი ნიკოდიმოსი და რამდენიმე ეპისკოპოსი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონი კონსტანტინოს გკულეკასი, რომელიც პასუხისმგებელია მაკედონია-თრაკიის საკითხებზე, თესალონიკის მერი, ბატონი სტელიოს ანგელუდისი და სამხედრო ხელისუფლებისა და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები.
ადრე, მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, რომ კონსტანტინეპოლის ქართული სამრევლოს საკვირაო სკოლის მოსწავლეები მსოფლიო პატრიარქს შეხვდნენ.