წმინდა ნინოს ხსენების დღეს ოჭანეს დედათა მონასტერში სადღესასწაულო ჟამისწირვა აღევლინა

2824
27 იანვარი 18:58
18
მიტროპოლიტი გერასიმე. ფოტო: ოჭანეს დედათა მონასტერი მიტროპოლიტი გერასიმე. ფოტო: ოჭანეს დედათა მონასტერი

ღვთისმსახურება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღასრულა.

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, ოჭანეს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში სადღესასწაულო ჟამისწირვა აღევლინა. ღვთისმსახურებას მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ უხელმძღვანელა.

ლიტურგიას მონასტრის დედები, მრევლი, ადგილობრივი სამღვდელოების წარმომადგენლები და ტაძრის მსახური სტიქაროსნები ესწრებიდნენ. მსახურების დასრულების შემდეგ ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა ქადაგებით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრა წმინდა ნინოს ღვაწლზე და მის განსაკუთრებულ როლზე ქართველი ერის სულიერ ცხოვრებაში.

მიტროპოლიტმა გერასიმემ მრევლს ნინოობის დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა, სულიერი სიმტკიცე და ღვთის მადლი უსურვა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდის საკათედრო ტაძარში გუმბათზე მაცხოვრის მოზაიკის მონტაჟი გრძელდება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ