ჭიათურის ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძარში სამღვდელმთავრო წირვა აღევლინა
ღვთისმსახურება მიტროპოლიტმა დანიელმა ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა.
2026 წლის 25 იანვარს, ჭიათურის ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძარში სამღვდელმთავრო საღმრთო ლიტურგია აღევლინა. ღვთისმსახურება ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა დანიელმა ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა.
ეს დღე სამრევლოსთვის განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა. ტაძარში დასვენებული იყო ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ოჯახის წევრების მიერ ჩამობრძანებული სიწმინდეები. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის სკუფია (სამღვდელო ქუდი), რომელიც აღნიშნულ ტაძარში დაიდებს ბინას.
ღირსო მამაო გაბრიელ აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გორის ფერისცვალების ტაძარში ნინოობის დღესასწაული ლოცვითა და სადღესასწაულო წირვით აღინიშნება.