გამოიცა კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს ალბომი

2824
05 იანვარი 19:17
7
კონსტანტინეპოლის ქართული სამრევლოს ალბომები. ფოტო: კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლო კონსტანტინეპოლის ქართული სამრევლოს ალბომები. ფოტო: კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლო

გამოცემა ასახავს სამრევლოს ბოლო ხუთი წლის სულიერ, საგანმანათლებლო და კულტურულ ცხოვრებას.

გამოიცა კონსტანტინეპოლის ქართული სამრევლოს ალბომი, რომელიც მკითხველს აცნობს სამრევლოს ბოლო ხუთი წლის მრავალფეროვან და მნიშვნელოვან საქმიანობას. გამოცემაში დეტალურად არის ასახული მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმიდესი ბართლომეოსის ვიზიტები ქართულ სამრევლოში, ასევე მის მიერ წარმოთქმული ყველა სიტყვა და მიმართვა სამრევლოს დაარსებიდან დღემდე.

ალბომში თავმოყრილია სამრევლოს ეგიდით განხორციელებული კონფერენციები, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, აგრეთვე ფართოდ არის წარმოდგენილი საკვირაო სკოლის ბავშვების ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა და სხვა მნიშვნელოვანი ეპიზოდები.

გამოცემა წარმოადგენს კონსტანტინეპოლის ქართული სამრევლოს სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ერთგვარ ქრონიკას და მნიშვნელოვანია როგორც სამრევლოს წევრებისთვის, ისე ქართული ეკლესიური და კულტურული ცხოვრებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

ალბომის შეძენა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია სტამბოლის ქართულ სამრევლოში — ედირნექაფის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თურქეთში სომეხი მთავარეპისკოპოსი მსოფლიო პატრიარქს შეხვდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ