22 დეკემბერს აღინიშნება მუცლადღება მართალი ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

2824
22 დეკემბერი 2025 10:32
9
წმინდა იოაკიმე და ანა. ფოტო: მართლმადიდებლური ხატები წმინდა იოაკიმე და ანა. ფოტო: მართლმადიდებლური ხატები

„რომლისა მიერ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი“.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 დეკემბერს აღნიშნავს მუცლადღებას მართალი ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა . ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დედა - ანა ლევიტელთა ტომის ჩამომავლის, ბეთლემელი მღვდლის - ნათანის ასული იყო. იგი გალილეის მკვიდრს, მართალ იოაკიმეს მიათხოვეს.

მეუღლეები ოცი წელი ცხოვრობდნენ უშვილოდ და რადგანაც იუდეველთა მაშინდელი შეხედულების მიხედვით უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა, მათ მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა - ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ნაყოფის მინიჭებას. ბოლოს ღმერთმა შეისმინა წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა და ანგელოზის პირით იოაკიმესა და ანას ახარა ჩასახვა ასულისა, „რომლისა მიერ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი“.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა საკვირაო წირვა ჩაატარა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ