მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა საკვირაო წირვა ჩაატარა

2824
22 დეკემბერი 2025 09:54
8
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე). ფოტო: ეპარქიის გვერდი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე). ფოტო: ეპარქიის გვერდი

წირვის დასრულების შემდეგ მეუფე მელქისედეკმა ქადაგებით მიმართა ტაძარში შეკრებილ მრევლს.

2025 წლის 21 დეკემბერს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა ჩაატარა, წირვის დასასრულს კი ქადაგებით მიმართა ტაძარში შეკრებილ მრევლს. შობის მარხვაში გაძლიერება უსურვა და დალოცა ისინი.

შეგახსენებთ, საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია. ლეონ დიდი წერს: „მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას; რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ მარხვითა და მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა და უწმინდური ზრახვებით“.

სვიმეონ თესალონიკელის სიტყვებით, „შობის მარხვა მოსეს მარხვას განასახიერებს, რომელმაც ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ უფლისაგან ქვის ორი ფირფიტა მიიღო, რაზეც ამოტვიფრული იყო უფლის სიტყვები. ჩვენ კი, ორმოცი დღის მარხვის შედეგად, ვიხილავთ და ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან ვღებულობთ ცოცხალ სიტყვას, რომელიც ამჯერად ქვებზე კი არ არის ამოტვიფრული, არამედ ხორცშესხმული და ხორციელად შობილია, რომლის ღვთაებრივ სისხლსა და ხორცს ვეზიარებით“.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დაბა სურამში მდებარე ერთ-ერთი მონასტერი გაქურდეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ