სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ბ-ნ სერგო ვარდოსანიძეს
70 წლის იუბილე სერგო ვარდოსანიძის დაბადებიდან.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II_მ ბატონ სერგო ვარდოსანიძეს გულითადად მიულოცა საიუბილეო თარიღი — დაბადებიდან 70 წელი.
პატრიარქის წერილში აღნიშნულია:
,,ბ-ნ სერგო ვარდოსანიძეს გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს - დაბადებიდან 70 წელს.
მან თავისი ცხოვრება სრულიად ახალგზარდამ დაუკავშირა ეკლესიას, დღემდე მის წიაღში მოღვაწეობს და ამ სივრცეში გამორჩეული ადგილიც უკავია.
იგი არის საქართველოს ეკლესიის ისტორიის და, განსაკუთრებით, უახლესი ისტორიის შესანიშნავი მცოდნე; გონიერი, თავშეკავებული, ენერგიული, ორატორული და ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული, მრავალმხრივი პიროვნება; თაობათა აღმზრდელი, ავტორი არაერთი ფრიად ღირებული წიგნისა და ნაშრომისა.
ღმერთმა დალოცოს ბატონი სერგო და შეაძლებინოს ეკლესიისა და ქვეყნის მსახურებისთვის კვლავაც მრავალ კეთილ საქმეთა აღსრულება.
ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახი.”
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი 2025წ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სულთმოფენობიდან მეოცე კვირას ქადაგებით მიმართა მრევლს.