კენიის პრეზიდენტი 8000 ადგილიან ეკლესიას საკუთარი ხარჯებით ააშენებს
ახალი ეკლესიის მშენებლობის ღირებულება, რომელსაც კენიის პრეზიდენტი დაფარავს, 9 მილიონი აშშ დოლარია.
კენიის პრეზიდენტმა უილიამ რუტომ განაცხადა, რომ ნაირობიში, სახელმწიფო რეზიდენციის ტერიტორიაზე ეკლესიას ააშენებს. ის აპირებს, რომ შენობის, რომელიც 8000 ადამიანზეა გათვლილი, მთლიანად საკუთარი ხარჯებით დაფაროს.
„მე არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ ეკლესიის აშენებისთვის. ეშმაკი შეიძლება გაბრაზდეს და რაც უნდა, ის გააკეთოს“, - თქვა რუტომ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტს ვერაფერი შეაჩერებს.
გაზეთმა Daily Nation-მა გამოაქვეყნა შენობის არქიტექტურული გეგმები: დიდი სალოცავი დარბაზი ვიტრაჟებით და 8000 მორწმუნისთვის განკუთვნილი ადგილებით. პროექტის ღირებულება 9 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული.
მჟკ-მა ადრე დაწერა, რომ ზელენსკიმ მის უნეტარესობას, ონოფრეს, მოქალაქეობა ჩამოართვა.