გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
2026 წლის 19 სექტემბერს გარდაიცვალა თბილისის, ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოანე წკეპლაძე.
2006 წლის 4 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად აკურთხა იოანე წკეპლაძე და მღვდლად ხელი დაასხა თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტრის ბერდიაკონ ისეს.
დეკანოზ იოანეს დაკრძალვა სამშაბათს, 22 სექტემბერს, ამავე ტაძრის ეზოში გაიმართება.
მწუხარება გამოითქვა დეკანოზ იოანეს გარდაცვალების გამო. სამძიმარი და თანაგრძნობა გამოეცხადა განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და მრევლს.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ